• Ƀ/$

მერსედესი Formula E-ში 2020 წლიდან ჩაერთვება

23 მარტი 11:00 | ტექნოლოგიები

Formula E - ელექტროძრავის მქონე სუპერქარებით რბოლა 2014 წლიდან რეგულარულად იმართება. 2020 წლიდან შეჯიბრში მონაწილეობას მერსედესიც მიიღებს.

მერსედესი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც კლასიკური ავტომობილი, რომელიც თავის საფასო სეგმენტში, იქნება ეს C კლასი, E ლასი, თუ S კლასი, კონკურენტებს ხშირად ჯაბნის. ბრენდი უფრო კომფორტთან და დახვეწილობასთან ასოცირდება, ექსტრემი მხოლოდ დამატებითი ხაზია. მიდგომა დიდად არც მომავალში შეიცვლება, მაგრამ ცვლილება აუცილებლად იქნება საწვავის ტიპში, ელექტრო მოდელები, სპორტული სუპერქარის ჩათვლით შტუტგარდელებისთვისაც აქტუალური ხდება.


მოდელი უკვე წარდგა 2019 წლის ჟენევის ავტოშოუზე, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 2.7 წამში შეუძლია, რაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ არა სარეკორდო. რეკორდი ბუგატს ეკუთვნის 2.4 წამი, ტესლა კი თავი როადსტრზე 1.9 წამიან პირობას დებს.


გერმანიაში ელექტრო ავტომობილების წარმოების გაფართოებაზე მხოლოდ მერსედესი არ ფიქრობს. უახლოეს სამ წელიწადში დარგში $45 მლრდ-ს ინვესტირებაა დაგეგმილი. 


მსგავს თემაზე:

Mercedes-Benz-მა Maybach-ი განაახლა


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ


ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ტექინსპექტირების ფასი 20 პროცენტით მცირდება


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს


Tesla model Y-ის ფასი $39 000-დან დაიწყება



სხვა სიახლეები