• Ƀ/$

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ

23 მარტი 14:00 | ანალიტიკა

ბრიტანეთმა კუნძულის სტატუსი 1994 წელს დაკარგა, როდესაც ლა-მანშის სრუტის ქვეშ გაყვანილი გვირაბით კონტინეტს დაუკავშირდა. შესაძლოა მასზე 2-ჯერ უფრო გრძელი გვირაბით ერთმანეთს ფინეთი და ესტონეთი დაუკავშირდნენ.

ლა-მანშის, იგივე ევროგვირაბის საერთო სიგრძე 51 კილომეტრია, თუმცა წყლის ქვეშ, ფსკერიდან საშუალოდ 45 მეტრის სიღმეზე მხოლოდ გვირაბის სიგრძე 39 კილომეტირია, მაშინ როცა ჰელისნკიდან ტალინამდე პირდაპირი მანძილი 83 კმ-ს აჭარბებს. ევროგვირაბის მშენებლობა $21 მლრდ დაჯდა, დაგეგმილზე 65%-ით მეტი. 2017 წელს მან სარკინიგზო ხაზით 10.3 მლნ მგზავრი 1.3 მლნ ტვირთი გაატარა, რასაც 2.6 მლნ მსუბუქი ავტომობილი, 51 ათასი ავტობუსი და 1.6 მლნ სატვირთო დაემატა. რაც საერთო ჯამში 20 მლნ-მდე მგზავრს და 25 მლნ ტონამდე ტვირთს ნიშნავს.


საფრანგეთის  და ბრიტანეთის მოსახლეობა თითქმის თანაბარია და ჯამში $130 მლნ-ს აღემატება. მაშინ როცა ფინეთი 5.5 მლნ-იანი ქვეყანაა, ესტონეთი კი 1.3 მლნ-იანი, ანუ საფრანგეთ-ბრიტანეთის ჯამური მოსახლეობა ესტონეთი-ფინეთის ჯამურ მოსახლეობა 19-ჯერ აღემატება. რაც შეეხება ეკონომიკას ბრიტანეთის შემთხვევაში ის $2.6 ტრლნ-ს უდრს, საფრანგეთში $100 მლრდ-ით ნაკლებს, ესტონეთში $26 მლრდ-ს, ხოლო ფინეთში $250 მლრდს. განსხვავება ეკონომიკის მოცულობებს შორისაც თითქმის იგივეა.


უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ფინეთის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2%-ზე მაღალია, რაც მაღალანვითარებული ეკონომიკისთვის ნორმალური მაჩვენებელია, ესტონეთის ზრდა კი 4%-ს აჭარბებს. 2017 წელს ზრდის ტემპი ირივე ქვეყანამ დააჩქარა, ფინეთმა 2.6%-მდე, ესტონეთმა 4.8%-მდე. ეკონომიკის შემდგომი ზრდა აუცილებლად გამოიწვევს მგზავრთნაკადისა და ტვირთბრუნვის ზრდას, რაც გვირაბის მშენებლობას დამატებით სტიმულს მისცემს. თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება, შემოვლითი გზა რუსეთზე გადის, არასანდო და აგრესიულ პარტნიორზე.



წინასწარი შეფასებით გვირაბის მშენებლობა $17 მლრდ დაჯდება, მაგრამ მისი მასშტაბიდან გამომდინარე დიდი ალბათობით მისი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მართალია ორ ქალაქს შორის პირდაპირი მანძილი 83 კილომეტრია, მაგრამ პოტენციური გვირაბის სიგრძე 100 კმ-მდე იზრდება, ისევე როგორც ლა-მანშის გვირაბია 51 კილომეტრი და არა 39.


ესტონეთისთვის ფინეთი #1 სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ექსპორტმა $2.4 მლრდ, იმპორტმა კი $1.8 მლრდ შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ესტონეთში კითხვაზე დღეში 13 წუთს ხარჯავენ, საფრანგეთში 2 წუთს


ფინეთ-ესტონეთის ერთობლივი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადს“ გადაკვეთს


ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


ფინეთი რუსეთს ნატოს წვრთნების დროს GPS თავდასხმაში ადანაშაულებს


ფინეთში უმუშევართა საყოველთაო დახმარების მცდელობამ არ გაამართლა



სხვა სიახლეები