• Ƀ/$

Visa კრიპტოვალუტის განყოფილებას იმატებს

19 მარტი 12:17 | კრიპტოეკონომიკა

საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa კრიპტოვალუტის განყოფილებას ხსნის. ამჟამად კომპანია თანამშრომლებს ეძებს, რომლებსაც აღნიშნულ მიმართულებაზე დაასაქმებს.

კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში კორპორაციის სტრატეგიის განვითარებაზე პასუხისმგებელი მენეჯერის ვაკანსია უკვე გამოქვეყნებულია საიტზე smartrecruiters.com.


აპლიკანტებს მოეთხოვება შეზღუდული წვდომის ბლოკჩეინის სფეროს სიღრმისეული ცოდნა, ასევე, კარგად უნდა ერკვეოდეს საგადახდო სისტემებში. ინფორმაციის თანახმად, უპირატესობა მიენიჭება კრიპტოგრაფიის ცოდნას.


Visa ოთხიდან შვიდ წლამდე გამოცდილების მქონე კანდიდატების აპლიკაციებს განიხილავს. ამ სტაჟიდან 3 წელი სამუშაოს მაძიებელს სხვა და სხვა საგადახდო სისტემების მართვაში, ან საფინანსო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობაში უნდა ჰქონდეს გატარებული.


Visa Crypto Team–ის ხელმძღვანელი მოწინავე ტექნოლოგიებს უნდა აკვირდებოდეს, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ღია კოდის პრინციპებზეა დაფუძნებული.


Visa–ს გენერალური დირექტორი ალფრედ კელლი 2018 წლის ოქტომბერში ამბობდა, რომ მისი კომპანია კრიპტოვალუტის გამოყენებას ალბათ, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ განიხილავს.


მანამდე Visa–ს ფინანსური დირექტორი ვასანტ პრაჰბუ Financial Times-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტები გამოუცდელი ინვესტორებისთვის შექმნილი საპნის ბუშტია.


მსგავს თემაზე:

საგადახდო კოლაპსი: ევროპაში Visa გადახდებს ვერ ახორციელებს


გლობალური შეფერხების შემდეგ Visa ჩვეულ რიტმს უბრუნდება



სხვა სიახლეები