• Ƀ/$

1 წუთში ფეისბუქზე 41.6 მლნ მესიჯი და 188 მლნ იმეილი იგზავნება

19 მარტი 14:30 | ტექნოლოგიები

მართალია უკვე შენელებული ტემპით, მაგრამ ინტერნეტმოხმარება მაინც ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის მონაცემებით ადამიანები დღეღამეში 5.47 მლრდ-ჯერ გუგლავენ, რაც გასული წლის მონაცემებს 400 მლნ-ით აღემატება. 

ათნიშნა რიცხვების თავიდან ასაცილებლად მკაფიო სურათის მისაღებად 1 წუთის მონაცემებიც საკმარისია. 1 წთ-ში facebook-ზე 1 მლნ ადამიანი შედის, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 27 ათასით, 2017 წლის მაჩვენებელს კი 100 ათასით აღემატება. Youtube-ზე ვიდეოების ნახვების რაოდენობა 60 წამში 4.5 მლნ-ს აღწევს, 200 ათასით მეტს ვიდრე 2018 წელს. ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია ინსტაგრამის მსქროლვლელთა რაოდენობაში ერთ წელიწადში ის 99%-ით 174 ათასიდან, 347 ათასამდეა გაზრდილი. 2017 წელთან შედარებით კი 654%-ით. გაგზავნილი იმელების რაოდენობა 188 მლნ-ს აღწევს, ფესიბუქ მესიჯების - 41.6 მლნ-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ მზის სხივი, მზიდან დედამიწამდე მოაღწევს ფეისბუქზე 345 მლნ მესიჯი იგზავნება.



მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ასეთი ადამიანების რიცხვი კი თანდათან კლებულობს, ინტერნეტმომხმარებლებმა 50%-იანი ზღვარი 2018 წელს გაარღვიეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია იმის დარწმუნებით თქმა, რომ უახლოესი რამდენიმე წელი, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.  


მსგავს თემაზე:

ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი


Microsoft-მა რუსი ჰაკერების თავდასხმა აღკვეთა


Google $1 მლრდ-იან ოფისს აშენებს


ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს



სხვა სიახლეები