• Ƀ/$

ატმოსფეროს დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე მოწევა

24 მარტი 12:00 | ანალიტიკა

სიგარეტის თითქმის ყველა კოლოფს აწერია, რომ მოწევა კლავს, თუმცა როგორც უახლესი კვლევებით დასტურდება ატმოსფეროს დაბინძურება უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს ვიდრე მოწევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით 1.1 მილიარდი ადამიანი წლიურად 6 ტრლნ ღერ სიგარეტს ეწევა, რაც 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, გარემოს დაბინძურებით დაღუპულ ადამიანთა რიცხვი კი მასზე 1.8 მლნ-ით მეტია და 8.8 მლნ-ს აღწევს.


არც მოწევა და არც ნახშირორჟანგის დონის მატება მსგავსად ტყვიის მოხვედრის ან ძლიერმოქმედი საწამლავისა უეცარ სიკვდილს არ იწვევს, რის გამოც ბევრს სტატისტიკის არ სჯერა, ან ბოლომდე ვერ იაზრებს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ატმოსფეროს დაბინძურება ეტაპობრივად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, გულ-სისხლძართა სისტემებზე, მათ ფუნქციებს ასუსტებს და ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს. ის ასევე იწვევს ნიადაგის გამოფიტვას, რაც ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ადამიანს საკვების გარეშე ტოვებს. ამ ყველაფერს კი გლობალური დათბობა, ყინულის საფარის დნობა და ოკეანის დონის აწევა ემატება.


ნახშირორჟანგის გარეშე დედამიწა გაიყინებოდა, მაგრამ მისი დიდი რაოდენობა პლანეტას გადახურებისკენ უბიძგებს. სწორედ ნახშირორჟანგის დიდი ოდენობის გამო მზიდან მერკურზე 45 მლნ კილომეტრით უფრო შორს მყოფ ვენერაზე ტემპერატურა 50 გრადუსით უფრო მაღალია და 470 გრადუს ცელსიუსს აღწევს.


პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა მილიონიდან 280-ს შედგენდა, 1958 წელს, როდესაც პირველად რეგულარული გაზომვები დაიწყეს 315-ს, დღეს კი უკვე 411-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 5 მლნ წლის რეკორდია. არც ისე დიდი ხნის წინ 400-იანი ნიშნული კრიტიკულ ზღვრად მიიჩნეოდა. 



მართალია ამტვერებადი მასალები, ძირითადად სამშენებლო სამუშაოებიდან, ლოკალურად უფრო მეტად მოქმედებს ადამიანის ჟანმრთელობაზე, რადგან მტვრის ნაწილაკები ფილრტვებში სამუდამოდ ილექება, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო მარტივია. მშენებლობაზე ბადის ჩამოფარება, მისი სველი წესით დამუშავება დამაბინძურებელი მტვრის გამოყოფას აჩერებს, ამის საპირისპიროდ ერთ დღეს, ყველა ქვანახშირის საწარმო, ქველა ქარხანა და ყველა ავტომობილი რომ გაჩერდეს, რამდენიმე წელი გლობალური დათბობა მაინც გაგრძელდება.


მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება პრობლემას მყიდიერად ვერ მოაგვარებს, ის მაინც ერთადერთი გამოსავალია და სხვა ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში შედეგები უარესი იქნება. ელექტრომობილები, მზის და ქარის ელექტროსადგურები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, გამწვანება... გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებებად სახელდება.


 


მსგავს თემაზე:

აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ გერმანია ნახშირის მოხმარებას ანულებს


გამონაბოლქვის კონტროლი მკაცრდა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


10-დან 7 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთში მდებარეობს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს



სხვა სიახლეები