• Ƀ/$

ანაკლიის პორტში „ბოინგ 737“- ზე 37 -ჯერ მძიმე ამწეები დამონტაჟდება

22 მარტი 10:34 | ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries - ს შორის 21 მარტს ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და Hyundai Samho Heavy Industries - ს ვიცე პრეზიდენტმა იუნგ ჰო იომ მოაწერეს.


უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI -ი დაამონტაჟებს.


ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM-ი უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე 4 წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.


HSHI მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურე სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა $400 მლრდს შეადგენს.


ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“- ზე 37 -ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების, ეგრეთ წოდებულ STS (Ship-to-shore) ამწეების დამონტაჟება, რომლებიც საქართველოს პორტებში პირველად ხდება. STS ტიპის ამწეები დღეს ისეთ მძლავრ პორტებში ფუნქციონირებს, როგორებიცაა სინგაპურის, შანხაის, როტერდამის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ნავსადგურები.


„Hyundai Samho Heavy Industrie მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. ის პორტში აქამდე არნახულ და მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებს და უახლესი ტექნოლოგიის გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებს. მისი პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც რომ ის დიდი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მის პროდუქტებს შორის დიდი საკონტეინერო გემები, ტანკერები და სხვადასხვა ტიპის ხომალდებია. თანამშრომლობას სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ ,“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში, ხოლო მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება, თუმცა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაი ცქიტიშვილის განცხადებით ამ თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს. 


მსგავს თემაზე:

სახელმწიფოს ანაკლიის პორტში 60 მლნ-მდე აქვს ინვესტირებული


ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის თურქულ ბაზალტს გამოიყენებენ


გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით?!


ანაკლიის პორტის ხელშეკრულების გაფორმებამდე მთავრობა ორ ცვლილებას დათანმხდა



სხვა სიახლეები