• Ƀ/$

Microsoft მომავალი წლიდან Windows 7–ის მხარდაჭერას წყვეტს

22 მარტი 15:17 | ტექნოლოგიები

ამერიკული კორპორაცია Microsoft მომხმარებლებს აფრთხილებს. რომ მომავალი წლიდან Windows 7–ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერას წყვეტს.

ამის შესახებ კორპორაციის პრეს–რელიზშია ნათქვამი.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამის შეტყობინებებს მომხმარებლები 18 აპრილიდან მიიღებენ. მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგ საოპერაციო სისტემა უსაფრთხო ვეღარ იქნება, ვინაიდან ასეთ პროგრამაზე მომუშავე კომპიუტერები ანტივირუსებისა და კიბერთავდასხმებისაგან დაცვის სისტემების გარეშე დარჩებიან.


პორტალის Techcrunch მონაცემებით, პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე კომპიუტერების 40% სწორედ Windows 7–ს იყენებს. აქვე აღნიშნავენ, რომ Windows 8–ის საოპერაციო მხარდაჭერა 2023 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.


Windows 7 ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა. წლების განმავლობაში Microsoft მომხმარებელს საშუალებას აძლევდა უფასოდ განეახლებინა პროგრამული უზრუნველყოფა Windows 10–მდე, ვინაიდან ის უფრო კარგად უმკლავდება ვირუსებს. მიუხედავად ამისა, ამ შეთავაზებით ძალიან ბევრმა მომხმარებელმა არ ისარგებლა.


სხვა სიახლეები