• Ƀ/$

შემოსავლების სამსახურმა CAREC-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

25 მარტი 15:48 | ფინანსები

,,ქორთიარდ მარიოტში“, შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, სამუშაო შეხვედრა „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“ დაიწყო.  

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც CAREC-ის წევრი ქვეყნების, კერძოდ: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კობეშავიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა გახსნეს.


შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეებს, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ, ვცელი პრეზენტაცია წარუდგინა.


აღნიშნული შეხვედრის მიზანია CAREC-ის ქვეყნებს შორის ფიტოსანიტარიული მიმართულებით, მავნე ორგანიზმებზე ზედამხედველობის კუთხით, გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება და ერთობლივი კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვაჭრობის გამარტივებას და დაიცავს ქვეყნებს მავნე ორგანიზმების გავრცელებისგან.


CAREC-ის პროექტის ფარგლებში, 27 მარტს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს.


CAREC-ის პროექტში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართული.


სხვა სიახლეები