• Ƀ/$

კოსმოსური შეჯიბრი - ვის რამდენი სატელიტი აქვს გაშვებული?

30 მარტი 11:00 | ტექნოლოგიები

კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებიდან 62 წლის შემდეგ, მათი რაოდენობა 2000-ს მიუხალოვდა, საიდანაც 40%-ით აშშ-ს ეკუთვნის.

1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკი“ გაუშვა და ამ მიმართულებით აშშ-ზე გამარჯვება იზეიმა. თუმცა ის არ ყოფილა პირველი ობიექტი რომელმაც პირობითი კოსმოსური ზღვარი გადალახა.


1946 წელს, შეერთებულმა შტატებმა მოდერნიზებული გერმანული რაკეტა ფაუ 2 ცაში 103 კმ სიმაღლეზე აიყვანა, რომელმაც დედამიწაც პირველი ფოტო გადაუღო კოსმოსიდან. 1947 წელს მას ხილის ჩხირად წოდებული ბუზიც გააყოლეს, ის ძაღლ ლაიკამდე 11 წლით ადრე პირველი ცოცხალი ორგანიზმი გახდა რომელსაც კოსმოსში გასვლის პატივი ხვდა წილად. 1948 წლის 11 ივნისს მას მაიმუნი ალბერტიც მიჰყვა. 1949 წელს რაკეტის მიერ დაფარულმა მანძილმა 393 კმ-ს მიაღწია. თითოეულ ამ მისიაში, რომელიც შეერთებული შტატების სახელით განხორციელდა ყველაზე დიდი წვლილი გერმანიასა და გერმანელ მეცნიერს ვერნერ ფონ ბრაუნს მიუძღოდათ. ბრაუნი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მის სახელს უკავშირდება აშშ-ის პირველი ხელოვნური თანამგზავრის „ექსპლორერ 1“-ის გაშვებაც, რომელიც ორბიტაზე „სპუტნიკის“ გაშვებიდან 4 თვის შემდეგ გავიდა და აგრეთვე „აპოლოს მისიაც“ რომელმაც „სატურნის“ რაკეტით მთვარეზე ადამიანს ფეხი დაადგმევინა.


კოსმოსში თანამგზავრის გაშვება საკმაოდ ხარჯიანია და ის შეიძლება 3 ძირითად მიზანს ემსახურებოდეს 1) სამეცნიერო, 2) სამხედრო და 3) ეკონომიკური. პირველი ორი თავის არსში პოლიტიკურსაც მოიცავს.


სატელიტების მეშვეობით დღეს ხდება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, კოსმოსზე დაკვირვება, ატმოსფეროს ფენების შესწავლა, ამინდისა და კლიმატის ცვლილების პროგნოზირიება, სატელეფონო კავშირისა და სატელევიზიო სიგნალის გადაცემის უზრუნველყოფა... შესაბამისად სატელიტების რაოდენობა გარკვეულწილად ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს.



დღეს აშშ-სა და რუსეთის გარდა თანამგზავრი 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს გაშვებული, მაგრამ 50-ზე მეტი 7-ს, ხოლო 20-ზე მეტი 10-ს. პირველ ადგილს 830 ერთეულით აშშ იკავებს, მას 280 სატელიტით ჩინეთი მოსდევს, რუსეთი კი 147 თანამგზავრით მესამე ადგილს სჯერდება. აღსანიშნავია, რომ პილოტირებული მისია მხოლოდ ამ სამ სახელმწიფოს აქვს განხორციელებული.


 


მსგავს თემაზე:

კოსმოსურმა სადგურმა ასტრონავტ სკოტ კელის გენეტიკა შეუცვალა


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)



სხვა სიახლეები