• Ƀ/$

Apple ჰოლოვუდის სახეებს საკუთარ ტელევიზიაში სამუშაოდ იწვევს

26 მარტი 11:49 | კომპანიები

Apple საკუთარი ტელევიზიის გახსნას აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტელევიზია, რომელსაც  კოპმანია შექმნის მსხვილ მედია ორგანიზაციებს გაუწევს კონკურენციას და ციფრული მომსახურების სფეროში ბრენდის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.


კომპანია ორიგინალური ტელეგადაცემების და ფილმების შექმნას გეგმავს, რომლებშიც ჰოლივუდის და სხვა ისეთ ვარსკვლავებს დაასაქმებს, როგორებიც არიან: ჯენიფერ ენისტონი, ოპრა უინფრი, რიზ უიზერსპუნი და სტივენ სპილბერგი. ამ გადაწყვეტილებით Apple შეუერთდება გართობის უზარმაზარ სფეროს, სადაც კომპანიები Netflix  და Amazon.com Prime Videos ლიდერობენ.


როგორც Apple-ს წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია ტელევიზიის შექმნაზე უკვე მრავალი წელია მუშაობს. ახლა კი დროა, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანოს.


სხვა სიახლეები