• Ƀ/$

ბაქო–თბილისი–ყარსის სამგზავრო მატარებელი ტესტირებას საქართველოში გადის

26 მარტი 17:57, 2019 წელი | ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის პირველი სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა Stadler თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა.

ამჟამად მატარებელი ახალქალაქის სარკინიგზო სადგურში იმყოფება და საქართველოს რკინიგზაზე სატესტო კურსირებას მგზავრების გარეშე იწყებს.


სატესტო მატარებელმა სტარტი შვეიცარიიდან აიღო და თბილისში ჩასვლის შემდეგ ის გეზს ბაქოსკენ აიღებს.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე სამგზავრო მიმოსვლის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.


ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტ ტვირსა და 1 მლნ მგზავრს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის


მთავარი ამოცანა: ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვის გაზრდა


ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს


უზბეკეთის რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე გასვლას გეგმავს


ალიევი ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვის მოცულობის მრავალჯერ გაზრდას ელოდება


თურქმენეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩასართველად ემზადება



სხვა სიახლეები