• Ƀ/$

ტექნოპარკში მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ კონფერენცია გაიმართა

26 მარტი 18:13 | ტექნოლოგიები

,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა.

,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ.


მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.


“ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” - ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი.


ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე კომპანიამ, მათ შორის: VREX, Spark • სპარკი, Edison, Shelf Network, Pulsar AI, Smarter.ge, ინოვაციური განათლების ფონდი, Techub, BogFintech, TTM, impacthub, Copter tech, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი და ა.შ.


TechTalks -ის ფარგლებში კი განხილული იყო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი. მათ შორის, საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობას, შენობა ნაგებობების ავტომატიზირებას და ჭკვიან ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში.


ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო ისეთი კომპანიები, როგორიცაა - HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS. უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით.


ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს.


ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე: „მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ამ ფესტივალის, რაც სტუდენტების მაქსიმალურ დაინტერესებას გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი. სწორედ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში იწყება ის მთავარი სიახლეები, რომელსაც შეუძლია საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე დაამკვიდროს. ასეთი ნებისმიერი  სახის ინიციატივას, რომელიც უნივერსიტეტიდან და კერძო სექტორიდან მოდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუდამ დაუჭერს მხარს.“


მსგავს თემაზე:

IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს



სხვა სიახლეები