• Ƀ/$

A კატეგორიის მქონე ტაქსის  მძღოლებს მანათობელი უფასოდ გადაეცემათ

27 მარტი 11:32 | მედია ბიზნესისთვის - M2B

A კატეგორიის მქონე ტაქსის  მძღოლებს თბილისის მერია მანათობელს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის 27 მარტის სხდომაზე განაცხადა.

„ვთქვით, რომ დავამზადებდით სპეციალურ მანათობელს, რომელიც უფასოდ გადაეცემა მუნიციპალიტეტიდან A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს.


რამოდენიმე ფუნქცია აქვს. წითელი ფერის იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი უზის და დაკავებულია ტაქსი“,-განაცხადა კახა კალაძემ.


ინფორმაციისთვის, B კატეგორიის ლიცენზიანტებს ტაქსის გადაღებვის, ან ტაქსის მანიშნობელის დაყენების ვალდებულება არ აქვთ. მათ შეუძლიათ, ტაქსი ფაის და უბერის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.


 


მსგავს თემაზე:

ტაქსის უფასო პარკირებისთვის თბილისში 60 ლოკაცია შეირჩა


ტაქსები ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან



სხვა სიახლეები