• Ƀ/$

Huawei-იმ 2 უახლესი მოდელის სმარტფონი შექმნა

27 მარტი 12:20 | ტექნოლოგიები

კომპანია Huawei-მ პარიზში 26 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე ორი ახალი სმარტფონი P30 და P30 Pro წარადგინა.  ამის შესახებ CNN იუწყება.

P30 და P30 Pro ბაზარზე, მათ შორის საქართველოს დახლებზე, აპრილიდან გაიყიდება და მისი ღირებულება 2,500 ლარიდან დაიწყება. Android-ზე მომუშავე ერთ-ერთ გაჯეტს (P30 Pro) ოთხი უკანა კამერა აქვს, რომელთა შორის ერთი ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი.


ახალი მოდელების ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: 



  • 6.4 ინჩიანი P30 Pro-ს დასაკეცი ეკრანი და 32-მეგაპიქსელიანი „სელფის“ კამერა აქვს

  • სმარტფონს ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს

  • 128 GB-იანი P30-ის ყიდვა დაახლოებით 2,500 ლარად, ხოლო 512 GB-იანი მოცულობის გაჯეტის ღირებულება 4 ათას ლარად იქნება შესაძლებელი. 

  • ორივე სმარტფონი HiSilicon Kirin 980 პროცესორით არის აღჭურვილი

  • სმარტფონებს 5G მხარდაჭერა აქვს.


სხვა სიახლეები