• Ƀ/$

სამეგრელოში კოლხური მეღვინეობა-მევენახეობის რუკა შეიქმნა

27 მარტი 14:58, 2019 წელი | ეკონომიკა

სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკა "კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციამ" დაამზადა. ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ცირდავას თქმით, რუკაზე უძველესი ვაზის ჯიშების, მექვევრეობისა და მევენახეობის კერებია დატანილი.

„გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საორიენტაციო-სარეკომენდაციო რუკა. აქ აღნიშნულია ყველა ის ჯიში, რომელიც შესწავლილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, ამასთან, ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში რაც აღმოვაჩინეთ. ყველა ის ადგილი და არეალია დატანილი, რომელიც დაკარგული იყო და ამ ეტაპზე მოვიძიეთ, მათ შორის, მექვევრეობის კერები. ეს რუკა არ არის საბოლოო და პირობითი ნიშნები ყოველწლიურად დაემატება განვითარების მიხედვით“, - ამბობს ცირდავა.


მისივე ინფორმაციით, რუკის ინგლისური ვერსიის პრეზენტაციას აშშ-ში ოქტომბერში მაშინ გამართავს, როდესაც უძველესი კოლხური ვაზის ჯიშის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება, სადაც კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკებას „კოლხიშ ნანას“ ჩაიტანს.


სხვა სიახლეები