• Ƀ/$

Ford რუსეთში 2 ავტომწარმოებელ ქარხანას ხურავს

27 მარტი 18:11 | კომპანიები

ერთობლივი საწარმოს Ford Sollers აქციონერები ავტომწარმოებლის ბიზნესის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოების შეწყვეტასა და თანამშრომლების შემცირებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაცია, როიტერის ცნობით, კომპანიამ ოთხშაბათს, 27 მარტს გაავრცელა.

„Ford Sollers ტოვებს მსუბუქი ავტომობილების ბაზარს, რაც მას უფრო კონკურენტული და მომგებიანი ბიზნესმოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ივნისამდე მიყოლებით ორი საწარმო დაიხურება. გარდა ამისა, მესამე საწარმოც დაიხურება თათრეთის რესპუბლიკაში, რომელიც ავტომობილების ძრავებს აწარმოებდა.

„ასეთი ზომების გატარება თანამშრომელთა მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს, რაც უპირველესად სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის შეთავაზებით განხორციელდება და ასეთ შემთხვევაში ისინი დამატებით კომპენსაციას მიიღებენ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


მსგავს თემაზე:

Alibaba–მ და Ford-მა ავტომობილების გასაყიდი პირველი ავტომატი გახსნეს


Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის


Ford ბაზრიდან თითქმის მილიონ ავტომობილს გაიწვევს


Ford რუსეთში ბიზნესის გაყიდვას აპირებს



სხვა სიახლეები