• Ƀ/$

„არეა ჯგუფი“ - მნიშვნელოვანი რგოლი მომხმარებელსა და დეველოპერს შორის

28 მარტი 10:33 | კომპანიები

4-5 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ „არეა ექსპო 2019“-ს მასპინძლობს. 

უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა ერთ სივრცეში მოუყრის თავს საქართველოს დეველოპერ კომპანიებსა და ინვესტორებს და მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ათეულობით მშენებარე პროექტიდან თავისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი შეარჩიოს.


ღონისძიების ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“. კომპანია 2018 წელს ევროპის მარკეტინგული კონფედერაციის აკრედიტაციის მქონე მარკეტერების მიერ დაფუძნდა. მათი მისიაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში უძრავი ქონების სფეროში.


„დავინახეთ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა - დეველოპერი კომპანიებისთვის ბაზრის ანალიზისა და კვლევის საჭიროება; კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და გაყიდვების მართვა; შემდეგ კი, ამ ყველაფრის შეჯამება და რეპორტინგი“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თამარ მაშავა.


საქართველო, როგორც სწრაფად განვითარებადი ბაზარი, რომელიც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით წამყვან ქვეყნებს შორის პირველ ათეულშია წარმოდგენილი ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, უცხოელ ინვესტორთა შორის ყურადღების ცენტრში ექცევა, განსაკუთრებით კი, უძრავი ქონების ბაზარი. 


 „სწორედ ამიტომ ჩვენ ვეხმარებით დეველოპერებს, რათა ბაზარზე შევიდნენ საკუთარი ბრენდით, გრძელვადიანი მარკეტინგული დაგეგმარებით, გათვლებით, სწორი კომუნიკაციითა და  პროფესიონალი გაყიდვების ჯგუფის მომსახურებით“, - აღნიშნავს თამარ მაშავა. 


უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების იდეაც სწორედ ჯგუფის საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი დუბაის ყოველწლიური მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენაა.


უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევაც, რომელმაც მსგავსი ტიპის გამოფენის ჩატარების აუცილებლობა გამოკვეთა - 2000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; ათეულობით დაჯავშნილი ბინა და მომხმარებლისა და დეველოპერი კომპანიას შორის წარმატებული პირდაპირი კომუნიკაცია სწორედ ამის დასტური გახდა.


წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია უძრავი ქონების ბაზარზე: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. - სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.


მსგავს თემაზე:

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ პირველ სტუმრებს 1-ელ მარტს მიიღებს


Marriott International-ი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მრავალ მილიონდოლარიან განახლებას აღნიშნავს


„შერატონი“ – ადგილი, სადაც 90-იანებში ის ცხოვრება დუღდა, რომლისკენაც ვისწრაფოდით



სხვა სიახლეები