• Ƀ/$

შვედეთის უმსხვილეს ბანკში ჩხრეკა ჩატარდა

29 მარტი 11:04 | ფინანსები

შვედეთის ეკონომიკური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა, შიდა კანონმდებლობის დარღვევის ეჭვის საფუძველზე, სტოკჰოლმში, შვედეთის ბანკის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.

შვედეთის  ბანკმა უმსხვილესი აქციონერების მხრიდან, ესტონეთის განყოფილების მეშვეობით, ფულის გათეთრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნა. ამ ფორმით თავად ბანკი ცდილობს აქციონერები წილების ღირებულების მკვეთრად შემცირებისგან დაიცვას. თებერვლის განმავლობაში ბანკის აქციების ფასი 20%-ით დაეცა.


STV - შვედეთის ყველაზე მსხვილი სამაუწყებლო კომპანია თებერვალში შვედეთის ბანკიდან ესტონეთში უკანონო გადარიცხვების შესახებ იუწყებოდა. მიმდინარე კვირაში STV-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2010-2016 წლების განმავლობაში გადარიცხული თანხების საერთო რაოდენობამ 135 მილიარდი ევრო შეადგინა და ეს ფული რუსულ წყაროებთან არის დაკავშირებული.


აღნიშნულის შესახებ გავრცელდა ახალი ინფორმაციაც, რომ შვედეთის ბანკმა ყალბი ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის მთავრობას, რომელიც „პანამის დოსიე“-ს შესახებ სვამდა კითხვებს.


შვედეთის ბანკის აქციების ფასი, გამოძიების პარალელურად, ოთხშაბათს კიდევ 8%-ით დაეცა.


პანამანის იურიდიული ფირმის Mossack Fonseca & Co- ის დოკუმენტები 2016 წლის 3 აპრილს გახადა საჯარო. "პანამის დოსიე"  ოფშორული კომპანიების შესახებ 11.5 მილიონი დოკუმენტს შეიცავს.  მათი მფლობელები 140-ზე მეტი პოლიტიკოსი და 50-ზე მეტი ქვეყანის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რომლებიც უკანონო საქმიანობისთვის 214 ათასზე მეტ ოფშორულ კომპანიას იყენებენ.


შემდგომი დოკუმენტებიდან გამოჩნდა, რომ შვედეთის ბანკს ბიზნეს ურთიერთობები ჰქონდა 100-ზე მეტ კომპანიასთან, რომელიც Mossack Fonseca & Co-სთან არის დაკავშირებული. თუმცა, აშშ-ს ბანკის ხელმძღვანელობამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ფულის გათეთრების ეჭვის მიზეზი არ არსებობდა".


ესტონური „ფულის სამრეცხაო“


მანამდე 19 თებერბალს, ესტონეთის საფინანსო ინსპექციამ ფულის გათეთრების სკანდალში ჩართული Danske Bank–ის ფილიალის დახურვის მოთხოვნის წინაპირობა გააფორმა.


საზედამხედველო ორგანოში აცხადებენ, რომ ბანკის ფილიალთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში გაასაჯაროებენ, წერდა ERR.


Danske Bank–ის ესტონეთის ფილიალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაშია მხილებული, რომლის გავლითაც 2007–2015 წლებში საეჭვო წარმომავლობის დაახლოებით 200 მილიარდმა ევრომ გაიარა. ამ თანხის ნაწილი რუსეთიდან და სსრკ–ის ყოფილი რესპუბლიკებიდან მიემართებოდა.


სკანდალის გამო უკვე გადადგა Danske Bank–ის ხელმძღვანელი ტომას ბორგენი, ხოლო ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ საფინანსო დაწესებულებების საქმიანობის მარეგულირებელი წესების გადახედვაც დაიწყო.


Danske Bank–ში ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დანიაში, ესტონეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ–ში მიმდინარეობს.


გაზეთმაBerlingske-მ 2017 წლის სექტემბერში დაწერა, რომ Danske Bank–მა აზერბაიჯანიდან 2,4 მლრდ ჩრდილოვანი სახსრები მიიღო. 2018 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა 2012–2015 წლებში რუსეთიდან 7 მლრდ ევრო მიიღო.


გასული წლის სექტემბერში მედია წერდა, რომ ბანკმა რუსეთიდან სულ 28 მლრდ ევრო გაათეთრა.


მსგავს თემაზე:

ქართველების ფულის გათეთრებისთვის Danske Bank-ის 10 თანამშრომელი დააკავეს


ესტონეთის მარეგულირებელმა Danske Bank–ის ფილიალის დახურვა ბრძანა – მიზეზი ფულის გათეთრებაა



სხვა სიახლეები