• Ƀ/$

განახლებადი ენერგიის თვითღირებულება 2 წელიწადში წიაღისეულისაზე იაფი იქნება

30 მარტი 14:00 | ტექნოლოგიები

წიაღისეული საწვავის მოხმარების უკუშედეგები სადაო აღარაა. განახლებადი ენერგიის მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ 5 წლის წინ კოლოსალური ფასები სახელდებოდა. დღეს განსხვავება უკვე მინიმალურია. პროცესი კიდევ გრძელდება. 

ფასების ვარდნა განსაკუთრებით თვალში საცემი მზის პანელების შემთხვევაშია. სულ რაღაც 7 წელიწადში 2010-2017 წლებში 1 კვტ-ს დადგმული სიმძლავრე 3.6-ჯერ 36 დან 10 ცენტამდე შემცირდა. 33-დან 22 ცენტამდე შემცირდა მაკონცენტრირებელი მზის ელექტროსადგურის 1 კვტ-ს სიმძლავრეც, რომელიც მცირე ხნით შედარებით დაბალი ფასის გამო უფრო პოპულარული იყო, მაგრამ დღეს პანელები უკვე 2.2-ჯერ იაფია და კლება ისევ გრძელდება.


ზღვაში განთავსებული ე.წ. Offshore ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში ფასი 3 ცენტით 17-დან 14 ცენტამდე შემცირდა, მიწაზე განთავსებული ელექტროსადგურის კი 8-დან 6 ცენტამდე.


იმავე პერიოდში 5-დან 7 ცენტამდე გაიზარდა გეოთერმული სადგურის დანახარჯი. ჰიდროსადგური კვლავ ყველაზე იაფად რჩება, თუმცა ფასების ზრდა ამ შემთხვევაშიც შეინიშნება. 7 წელიწადში ის 4 ცენტიდან-დან 5 ცენტამდე გაიზარდა. 1 ცენტი არც ისე დიდი თანხაა, მაგრამ წილობრივად 25% უკვე აღარაა მცირე. ფასების ზრდა ამ უკანასკნელზე განვითარებულ მსოფლიოში რესურსის სიმცირემ, სადაც შესაძლებელი იყო იქ უკვე აშენებულია ჰესები და დატბორვისგან გამოწვეული უკუშედეგების ხარჯში გათვალისწინებამ გამოიწვია.  



ამ ყოველივეს გათვალისწინებით უკვე შორს აღარ არის ის დროს, როდესაც განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო იაფი იქნება ვიდრე წიაღისეული საწვავი. უპირველესად ეს მზის პანელებს ეხება, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად მცირდება, პოტეციალი კი პრაქტიკულად ულევი. აღსანიშნავია რომ 2004-2017 წლებში მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 170-ჯერ 2.6-დან 442.6 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა.


განახლებადი ენეგიის საერთაშორისო სააგენტო მიიჩნევს რომ უკვე 2 წელიწადში განახლებადი ენერგია წიაღისეულისაზე იაფი იქნება, რაც მასზე გადასვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.


მსგავს თემაზე:

გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ გერმანია ნახშირის მოხმარებას ანულებს


საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგური აშენდება



სხვა სიახლეები