• Ƀ/$

სოცქსელებში ჩვენს ქცევებს კრედიტებზე უარამდე მივყავართ?!

29 მარტი 15:58 | ტექნოლოგიები

ვინც აქტიურად იყენებს სოცქსელებს, ალბათ რეგულარულად აზიარებს თავის განწყობას Facebook-ზე, მოგზაურობის შესახებ ცნობებს დებს Instagram–ზე და თავის შეხედულებებს Twitter-ზე გამოფენს.

ბევრი ჩვენთაგანი რეგულარულად ახორციელებს ონლაინ შესყიდვებს, ვეძებთ პასუხებს ჩვენს კითხვებზე Google-ში და სმარტფონებზე აპლიკაციებს ვტვირთავთ.


ყველა ეს რუტინული ქმედება მსოფლიო აბლაბუდაში თავის კვალს ტოვებს და ეს ნაკვალევი ძალიან ძვირფას ინფორმაციას წარმოადგენს კომპანიებისთვის, რომლებიც მონაცემებს არა მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ ჩვენი გემოვნებისა თუ ჩვევების შესახებ შეიტყონ, არამედ იმისთვისაც, რომ მომავალში ჩვენი ქცევა იწინასწარმეტყველონ.


ეს ესპანელი იურისტისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის პალომა ლიანესის ახალი წიგნის დაწერისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია. „დატანომიკა“ – ეს არის წიგნი, რომელიც ჯერ მხოლოდ ესპანურ ენაზეა გამოცემული და პასუხს იძლევა კითხვაზე, „თუ რატომ შეიძლება უცებ უარი გითხრან კრედიტზე იმის მიუხედავად, რომ მანამდე სესხის დაფარვის ვადაგადაცილება არასოდეს გქონიათ“.


EWRONEWS-თან ინტერვიუში პალომა ლიანესა განმარტავს, რომ მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის სრულყოფა და მათი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის დღეს კომპანიებს ისეთი მოდელების შექმნის შესაძლებლობას აძლევს, რომლებიც სოცქსელებში ჩვენი უმნიშვნელო „ჟესტების“ მეშვეობითაც განსაზღვრავენ ადამიანის ტიპს.


„დღის განმავლობაში განწყობის ცვლილებები, ემოციის მცირედი გამოვლინება, ნებისმიერი ჩვევები, რომლებიც ჩვენს, როგორც სოცქსელების მომხმარებლების ქმედებებში ჩანს, – „დატანომიკის“ ავტორის აზრით, – დიდი ან მცირე ალბათობით იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, თუ როდის შეიძლება დაშორდეს კონკრეტული ადამიანი მეუღლეს, როდიდან გაუჭირდება კრედიტის გადახდა, ან როდის შეიძლება ესა თუ ის დაავადება შეეყაროს“.


თუ ადრე საკრედიტო ორგანიზაციები იმას აკვირდებოდნენ, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იხდიდით სესხს, დღეს, ლიანესას აზრით, „შეფასებებში შემოდის, მაგალითად, ადამიანი ახორციელებს თუ არა შესყიდვებს ონლაინ მაღაზიებში, სადაც აქტიურად ვაჭრობენ ის სხვა მომხმარებლები, რომელთა შორის ბევრია კრედიტის არგადამხდელთა რაოდენობა“.


ექსპერტის მტკიცებით, მონაცემებზე დაყრდნობით კომპანიები არა მხოლოდ ჩვენს ჩვევებს, არამედ ჯგუფის წევრების ქმედებებსაც ითვალისწინებენ.


როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები სოციალურ ქსელებში?


პალომა ლიანესა ამბობს, რომ არ სურს მოვლენებს ძალიან პესიმისტურად უყუროს. „მსურს ვიფიქრო, რომ მას შემდეგ, რაც საკითხი საჯარო განხილვაზე გამოვა, პოლიტიკური დღისწესრიგი ორიენტირს შეიცვლის, რაც მხვილ კომპანიებს ნაკლებად გავლენიანებად აქცევს და საშუალებას მოგვცემს, კონტროლზე ავიყვანოთ მათი საოპერაციო გამჭირვალობა“.


პირად დონეზე, ლიანესას თქმით, შეუძლებელია, მაგალითად, არ გქონდეს თითის ანაბეჭდები, მაგრამ ამის გამო ზიანის მიღება მაინც შეზღუდულია.


თავად „დატანომიკის“ ავტორმა საკუთარი ანგარიშები Facebook–სა და WhatsApp–ზე უკვე გააუქმა, ხოლო საძიებოდ მხოლოდ Google-ს ალტერნატივებს იყენებს.


სხვა სიახლეები