• Ƀ/$

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ბრუნვამ 9.2 მლრდ-ს მიაღწია

1 აპრილი 12:33 | ფინანსები

საქართველოში 2018 წელს  739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ფუნქციონირებდა რომლის 37.6%  თბილისში, 31.3% - აჭარაში იყო განთავსებული. სტატისტიკა არ მოიცავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ (ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე) 9,2 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.


ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილ იქნა 919,0 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904,0 და 292,8 მილიონს.


2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი - უცხოელია.


მსგავს თემაზე:

ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდება იკრძალება


ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 17 ჯიხური დახურა



სხვა სიახლეები