• Ƀ/$

Saudi Aramco-ს მოგებამ Apple-ის მოგებას თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა

1 აპრილი 13:28 | კომპანიები

ბოლო წლები Apple ყოველთვის სახელდება ყველაზე მომგებიან კომპანიად, რაც სიმართლეა, ოღონდ მხოლოდ ღია სააქციო საზოგადოებების განხილვის დროს. სინამდვილეში პირველ ადგილს Saudi Aramco იკავებს.

2018 წელი კომპანიამ $110 მლრდ-იანი მოგებით დაასრულა რაც ეფლის, გუგლისა და ექსონ მობილის ჯამური მოგების ტოლია.


Saudi Aramco საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთოკომპანიაა. რადგან მისი აქციები ბირჟაზე განთავსებული არ არის, მისი ზუსტი ღირებულების განსაზღვრა ჭირს. ელ-რაიდის მტკიცებით ჯერ კიდევ გასულ წელს ეს თანხა $2 ტრლნ-ს უდრიდა, ნავთობის ფასების ზრდის შემდეგ ღირებულება უნდა გაზრდილიყო. 2018 წელს დაგეგმილი იყო კომპანიის 5%-ის $100 მლრდ-დ გასხვისება, რაც 2021 წლამდე გადაიდო. თუ ელ-რაიდის შეფასება სწორია, მაშინ არამაკოს ღირებულება ყველაზე ძვირი ღია სააქციო საზოგადოების ტიპის კომპანიის - მაიკროსოფტის ღირებულებას მინიმუმ 2.2-ჯერ აღემატება.



მსგავს თემაზე:

საუდის არაბეთმა ნავთობისა და გაზის მარაგის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა


Apple ჰოლოვუდის სახეებს საკუთარ ტელევიზიაში სამუშაოდ იწვევს



სხვა სიახლეები