• Ƀ/$

Johnson & Johnson’s-ის საბავშვო შამპუნი უსაფრთხოების ტესტზე ჩავარდა

1 აპრილი 13:28 | კომპანიები

ბავშვის ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Johnson & Johnson’s-ის  შამპუნის ნიმუშებმა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შტატში, რაჯასტანში ჩატარებული ხარისხის ტესტები ვერ ჩააბარა.

5 მარტს რაჯასტანის ნარკოტიკების კონტროლის ორგანიზაციამ გამოქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ J & J- ის ბავშვის შამპუნის ორი ნიმუში მავნე ინგრედიენტებს შეიცავდა. უკვე ცნობილია, რომ ნიმუშებში მავნე ნივთიერებები, კერძოდ ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა. ფორმალდეჰიდი სამშენებლო მასალების წარმოებაში გამოიყენება და კარცეროგენად არის მიჩნეული.


ეს მას შემდეგ, რაც ინდოეთის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო J & J-ის საბავშვო ფხვნილის ნიმუშების კვლევა. არსებობდა ეჭვი, რომ მის შემცველობაში შედიოდა აზბესტი. თებერვლის ბოლოს, კომპანიამ განაცხადა რომ ის არ შეიცავს აზბესტს და აღნიშნული პროდუქტის წარმოება განაახლა.


სხვა სიახლეები