• Ƀ/$

პეკინზე, კედელში გაჭედილ ავტომობილს ტექინსპექტირებას უტარებენ

1 აპრილი 13:37 | კომპანიები

ტექინსპექტირების ჯგუფი Greenwa დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია.

როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.


„პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც, „გრინვეიში“ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.


 



 


აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ“ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.


სხვა სიახლეები