• Ƀ/$

Apple იუბილარია, მისი პირველი კომპიუტერი $666.66 ღირდა

1 აპრილი 15:50 | კომპანიები

1-ლი აპრილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული კომპანიის Apple-ის დაბადების დღეა. ის 43 წლის გახდა.

1976 წლის 1-ელ აპრილს, სამმა ახალგაზრდამ, სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა კომპიუტერული კომპანია Apple დააფუძნეს. თუმცა უეინის სახელი მაიკლ კოლინზის (ადამიანი რომელიც ნეილ არმსტრონგთან და ბაზ ოლდრინთან ერთად მთვარეზე იმყოფებოდა, მაგრამ მასზე ფეხი არ დაუდგამს) მსგავსად ბევრს არ სმენია, რადგან მან 12 დღის შემდეგ თავისი 10%-იანი წილი $800-ად დათმო, 1 წლის შემდეგ მან დამატებით $1500 მიიღო ანუ სულ $2300, რაც 2018 წლის კურსით $10 200-ის ტოლია, მაგრამ დღეს Apple-ის 10%-ის საბაზრო ღირებულება $90 მლრდ-ს შეადგენს, რაც უეინის მიერ მიღებული თანხის ოდენობას 8.8 მლნ-ჯერ აღემატება.


Apple-ის პირველი კომპიუტერის Apple I-ის ღირებულება 1976 წლის აპრილში $666.66-ს შეადგენდა. ($2940-ს 2018 წლის კურსით) ამჟამად ამ მოწყობილობისთვის „კომპიუტერის“ წოდება ბევრს გაუჭირდება. მისი მეხსიერება 4 კილობაიტს შეადგენდა და ეკრანიც არ გააჩნდა.


Apple პირველი კომპიუტერით არ გაჩერებულა. ფლოპი დისკისა და მაუსის დანერგვა სწორედ მის სახელს უკავშირდება. 80-იან, 90-იან წლებში კომპანიას პრობლემები შეექმნა, 1985 წელს სტივ ჯობსმა ჯერ დატოვა Apple შემდეგ კი 1997 წელს ისევ უკან დაბრუნდა  რა დროსაც Apple იქცა იმად რასაც ახლა მთელი მსოფლიო იცნობს.


Ipod-მა 2001 წელს კომპანია დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ფურორი მაინც 2007 წელს Iphone-ს გამოჩენას მოჰყვა. Apple დახვეწილობასთან და ხარისხთან ასოცირდება. მისმა კაპიტალიზაციამ 2018 წელს პირველად $1 ტრლნ-ს გადააჭარბა და ოქტომბრის დასაწყისში $1.1 ტრლნ-საც მიაღწია. $900 მლრდ-იანი კაპიტალიზაციით ის ახლა Microsoft-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, თუ არ ჩავთვლით სავარაუდოდ $2 ტრლნ-ს ღირებულების Saudi Aramco-ს რომელის საუდის არაბეთის სახელმწიფოს კუთვნილებაშია. მხოლოდ ბრენდი Apple $146 მლრდ ღირს და ამ მაშვენებლითაც $5 მლრდ-ით მარტო Amazon-ს ჩამორჩება. მისმა შემოსავლებმა 2018 წელს $265 მლრდ-ს წმინდა მოგებამ კი $60 მლრდ-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის გაყიდვები Apple-ისას თითქმის 1.5-ჯერ აღემატება, მისი შემოსავალი და მოგება Apple-ისას მაინც ჩამორჩება.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა


Apple-ს შეფმა iPhone–ის ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო


Apple ჰოლოვუდის სახეებს საკუთარ ტელევიზიაში სამუშაოდ იწვევს



სხვა სიახლეები