• Ƀ/$

ჰონკონგში ბინის შესაძენად 25 წლიანი მუშაობაა საჭირო

6 აპრილი 11:00, 2019 წელი | ეკონომიკა

უძრავი ქონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სასურველ აქტივად ითვლება. სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში საცხოვრებელი ბინის ღირებულება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

განსხვავება მხოლოდ აბსოლუტურ რიცხვებში არ გამოიხატება. ცხადია 1 კვადრატული მეტრი ჰონკონგსა და ლონდონში უფრო ძვირი იქნება ვიდრე მუმბაისა და მოგადიშოში, მაგრამ განსხვავება შეინიშნება ფარდობით ღირებულებაშიც, თუ ლონდონში 60 კვადრატული მეტრი ბინის შესაძენად 18 წლიანი მუშაობაა საჭირო, მილანში 7 წლიანი მუშაობაც საკმარისია. ორივე შემთხვევაში ნაგულისხმევია კეთილმოწყობილი ბინა ქალაქის ცენტრში და საშუალო ხელფასი.


ყველაზე რთული ბინის შეძენა ჰონკონგშია, ამ მიზნის მისაღწევად მსურველს დაახლოებით 25 წლიანი მუშაობა ესაჭიროება. უძრავი ქონება კიდევ უფრო ძვირია სინგაპურში, მაგრამ რადგან სინგაპურში 1 მშპ 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლით ჰონკონგისას 45%-ით აღემატება, ამ ქალქასახელმწიფოში ბინის შესაძენად 17 წელიც საკმარისია.


პარიზი და ლონდონი თითქმის ერთნაირად ძვირი ქალაქებია და ორივე შემთხვევაში საშუალო ხელფასის პირობებში კრედიტის დასაფარად 18 წელია საჭირო.


10 წელზე მეტი მუშაობაა საჭირო ტოკიოში, ნიუ-იორკსა და ამსტერდამშიც, 7-8 წელი საკმარისია ტორონტოში, ჟენევაში, ფრანკფურტსა და მილანში რაც ზოგ შემთხვევაში მაღალი შემოსავლებით ზოგ შემთხვევაში კი შედარებით დაბალი ფასებითაა გამოწვეული.


განვითარებულ სამყაროში კი ყველაზე იაფ ქალაქებად ბოსტონი და ჩიკაგო დასახელდა სადაც ბინის შესაძენად საშუალო ხელფასის პირობებში კრედიტის 4 წელიწადში დაფარვაა შესაძლებელი.


მსგავს თემაზე:

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


Volvo სინგაპურში უპილოტო ავტობუსების ტესტირებას იწყებს



სხვა სიახლეები