• Ƀ/$

ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მსოფლიო ეკონომიკის 45%- აგენერირებს

6 აპრილი 13:00 | ანალიტიკა

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის (მხოლოდ აშშ და კანადა) ჯამური მოსახლეობა 1.1 მლრდ-ს აღწევს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 14.3%-ს უდრის, მაგრამ ეს ორი კონტინენტი მაინც მსოფლიო მშპ-ს 45%- აგენერირებს.

პირველ ადგილზე მაინც აზიაა, $30 ტრლნ-იანი მშპ-თი მას 37.5%-იანი წილი უკავია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზიაში მოსახლეობის რაოდენობა 4.46 მლრდ-ს აჭარბებს და 1 სულ მოსახლეზე საშუალოდ მხოლო $7000 ნაწილდება, მაშინ როცა ევროპაში ეს რიცხვი 4.1-ჯერ მაღალია, აფრიკაში კი 3.7-ჯერ ნაკლები და 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ $1890 მოდის. კონტინენტი სადაც 1.23 მლრდ ადამიანი ცხოვრობს წლიურად 2-ჯერ ნაკლებ პროდუქციასა და მომსახურებას აწარმოებს ვიდრე მასზე 15-ჯერ პატარა 82 მლნ-იანი გერმანია.


რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს 2017 წლის მდგომარეობით 1-ელ ადგილზე $19.4 ტრლნ-ით კვლავ შეერთებული შტატებია, აშშ-ზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 24.4%. $12.24 ტრლნ-ით ჩინეთი მეორე ადგილზეა და მსოფლიო მშპ-ს 15.4%-ს აკონტროლებს. 2018 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 6.6%-მდე შემცირდა, აშშ-ის კი 2.9%-მდე გაიზარდა, რამაც ჩინეთის ლიდერ პოზიციაზე გასვლის თარიღი კიდევ ერთხელ გადასწია, თუმცა ჩინეთი 2015 წლიდან PPP დათვლებით უკვე პირველზეა, მაგრამ სანამ ნომინალურითაც პირველზე გადავა კიდევ ბევრი დრო დასჭირდება.


მესამე ადგილზე კიდევ ერთი აზიური ქვეყანა იაპონიაა, რომელიც 2010 წლამდე მეორე ადგილს ინარჩუნებდა, სანამ ჩინეთმა არ ჩამოაქვეითა. $4.87 ტრლნ-ით იაპონიის წილი მსოფლიო მშპ-ში 6.13%-ს შეადგენს.


ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია უახლოეს მდევარს - ბრიტანეთს 40%-ით ასწრებს, მაგრამ მასზე წინ მყოფ იაპონიას 32%-ით ჩამორჩება. გერმანიის $3.68 ტრლნ-იან ეკონომიკას ევროპაში 16.7%-იანი, მსოფლიოში კი 4.63%-იანი წილი უკავია.


მსოფლიო მშპ-ს 3%-ზე მეტს კიდევ 3 ქვეყანა: ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი აკონტროლებს. 2%-ზე მეტი წილი იტალიას, ბრაზილიასა და კანადას გააჩნიათ, ხოლო 1%-ზე მეტი რუსეთს, მექსიკას, ავსტრალიასა და ინდონეზიას.  


სტატისტიკა განსხვავებულია PPP დათვლებით, სადაც ჩინეთს პირველი, ინდოეთს მესამე და რუსეთს მეექვსე ადგილი უკავია. საფრანგეთი კი ბრიტანეთს უსწრებს.


მსგავს თემაზე:

ჩინეთთან აშშ-ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


კრემლი იაპონიისთვის კურილების გადაცემის საკითხს აღარ განიხილავს


NATO ადასტურებს, რომ პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ბაზა აშენდება


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით



სხვა სიახლეები