• Ƀ/$

ბიტკოინმა ზრდა განაახლა

2 აპრილი 11:52 | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინის ფასი 2 აპრილს 13%-ით გაიზარდა და $4700-ს მიაღწია, რაც ბოლო 5 თვის რეკორდია. $160 მლრდ-ს მიაღწია და ასევე 6 თვიანი რეკორდი მოხსნა კრიპტობაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამაც. 

ეთერიუმის ფასი 6%-ით $150-მდე გაიზარდა, რიპლის ასევე 6%-ით 33 ცენტამდე. ლაითკოინი 10%-ით გაძვირდა და 8 თვიან მაქსიმუმს მიაღწია. ის ახლა $67 ღირს, რაც გასული წლის დეკემბრის მინიმუმს 3-ჯერ აღემატება.


24 საათში საშუალოდ 6-7 პროცენტით გაძვირდა ბიტკოინ ქეში, იოტა, ეოსი, კარდანო, სტელერი, მონერო და ტრონი. ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინი 18%-ით გამყარდა, მონერო 23%-ით, ცარდანო 27%-ით დეში კი 35%-ით.


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.


სხვა სიახლეები