• Ƀ/$

კიევი-ბათუმი-კიევის რეისები 25 მაისიდან, ბაქო-ბათუმი-ბაქოს რეისები კი 14 ივნისიდან დაიწყება

2 აპრილი 12:37 | ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ს და "აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილ „Buta Airways"-ს ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა. 

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული „SkyUp Airlines“ რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.


აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


თბილისის და ბათუმის აეროპორტებმა უკრაინული ქალაქების სახელწოდება ნაციონალურით ჩაანაცვლეს



სხვა სიახლეები