• Ƀ/$

ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

2 აპრილი 17:36 | ეკონომიკა

ანაკლია - განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, ამჟამად ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი მცენარეების დარგვა მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და გამწვანების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ანაკლიასა და განმუხურში დაგეგმილია 5 მილიონი ლარის ღირებულების სახვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.


დაგემილია მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყობა ველობილიკები, სანაპირო ზოლამდე მისასვლელი ბილიკები, საშხაპეები და გასახდელები, მოხდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრი.


მსგავს თემაზე:

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციაზე 0,5 მლნ ლარამდე დაიხარჯება


ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა



სხვა სიახლეები