• Ƀ/$

ცაგერში "ჯონოული 1" ჰესი გაიხსნა

2 აპრილი 18:13 | ეკონომიკა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1“, რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, 2 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა.

ცერემონიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე დაესწრნენ.


„ჯონოულიჰესი 1“ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მდინარე ჯონოულზე მდებარეობს, რომლის დადგმული სიმძლავრე 1.8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 6 მლნ.კვტ/სთ - ია. ინვესტიციამ $4.2 მლნ შეადგინა.


„მართალია, „ჯონოულიჰესი 1“  მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნულმა სადგურმა, სიმცირის მიუხედავად, უკვე დიდი სიკეთე მოუტანა ადგილობრივ მცხოვრებლებს.


“საქართველოს ბაზარზე ინვესტირებa სამი წლის წინ გადავწყვიტეთ. ჩვენი ჯგუფი ჩართულია განახლებადი რესურსებით ელექტროენერგიის მიღებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან და ახლა საქართველოს ჯერიც დადგა. ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობაა,” - განაცხადა ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეს მოკრიმ. „ჩვენ საქართველოს ღია ბაზარი ავირჩიეთ, ვინაიდან აქ უამრავი შესაძლებლობა დავინახეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა-განვითარების მხრივ უდიდესი პოტენციალია. საქართველოში ინვესტირების მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების ცალსახა მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ,“ - განაცხადა „ჯონოული 1“ ჰიდროელექტროსადგურის ჩეხმა ინვესტორმა.


ჰესის მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, უშუალოდ სადგურზე კი 4 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ინვესტორმა კომპანიამ.


მსგავს თემაზე:

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება


მდინარე არაგვზე ჰესები აღარ აშენდება


ხელედულა ჰესის საკითხზე საჯარო განხილვა გადაიდო



სხვა სიახლეები