• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთმა მარტში 3.7%-ს მიაღწია

3 აპრილი 11:41 | ფინანსები

ინფლაციის განაკვეთმა მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7% შეადგინა, თებერვალთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 1%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:


სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.8 პროცენტი), თევზეული (12.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-23.3 პროცენტი);


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.8 პროცენტით, რაც 1.36 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (43.7 პროცენტი);


დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (7.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (-5.0 პროცენტი);


ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.8 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).



რაც შეეხება 12 თვის საშუალოს ის 2.5%-ზე ნარჩუნდება. სების საპროგნოზო მაჩვენებელი 3 პროცენტია.


მსგავს თემაზე:

ინფლაციამ ვენესუელაში 2 688 000%-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები