• Ƀ/$

Toyota ჰიბრიდული ტექნოლოგიების პატენტებს უფასოდ გაცემს

3 აპრილი 12:12 | კომპანიები

ტოკიოს საავტომობილო კორპორაციამ განაცხადა, რომ ის 2030 წლისთვის პატენტების ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე უფასო ხელმისაწვდომობას უზრუნველჰყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  ავრცელებს. 

ამ გადაწყვეტილებით Toyota  ცდილობს, გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში, დაბალი ემისიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გააფართოვოს. იაპონიის ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ლიცენზიებს დაახლოებით 24,000 ტექნოლოგიური პატენტისთვის გასცემს, რადგან ისინი  ჰიბრიდული ენერგიის სისტემებს ფლობენ, რითაც  ძრავების, დენის კონვერტორებისა და ბატარეების მუშაობას განაპირობებენ.


მას შემდეგ, რაც 1997 წელს Toyota- მ მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილი Prius შექმნა, მან 13 მილიონზე მეტი კომბინირებული (ელექტრო და ბენზინის) ძრავის მქონე მანქანა გაყიდა.


მსგავს თემაზე:

Toyota უპილოტო ავტომობილების წარმოებას 20-იანი წლებიდან დაიწყებს


Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს


Toyota ბაზრიდან 2,4 მლნ ჰიბრიდულ ავტომობილს გაიწვევს



სხვა სიახლეები