• Ƀ/$

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC ბანკი ოფიციალურად დატოვეს

3 აპრილი 13:11 | კომპანიები

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს. დამფუძნებლებმა ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს გააკეთეს. ბანკმა ასევე დაფარა სების მიერ დარიცხული 1.1 მლნ ლარიანი ჯარიმაც.

2007-2008 წლების $17 მლნ-იანი ტრანზაქციის საქმეზე ეროვნულმა ბანკმა TBC-ის სამათვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადადგომა 14 თებერვალს მოითხოვა, ვადა 13 აპრილს იწურებოდა. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესრულებაზე ხაზარაძემ თანხმობა 21 თებერვალს განაცხადა.


ბანკის გარშემო აგორებულ სკანდალს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ვარდნა მოჰყვა, თუმცა, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ რა დროსაც 455 მლნ ლარიანი წმინდა მოგების შესახებ გახდა ცნობილი აქციების ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო.  ამ დროისთვის ბანკის კაპიტალიზაცია $1.14 მლრდ-ს შეადგენს.


ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზეც იმყოფებოდნენ, სადაც მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ზეწოლაში დაადანაშაულეს, რასაც ადრესატები არ დასთანხმებიან.


პოსტების დატოვების მიუხედავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკში ჯამურ 20%-იან წილს ინარჩუნებენ, მათი შემცვლელების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე სებ–ის პრეზიდენტს კატეგორიულად არ ეთანხმება


შეფასებები ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილზე


გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით?!



სხვა სიახლეები