• Ƀ/$

სტამბოლის ორი აეროპორტი 6 აპრილს მუშაობას აჩერებს

3 აპრილი 15:56 | ეკონომიკა

სტამბოლის ორი საერთაშორისო აეროპორტი 6 აპრილს 12 საათით მუშაობას აჩერებს.

ამის მიზეზად სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლა სახელდება.


როგორც მედიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეთ ჯაჰით თურჰანმა განუცხადა, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან უკანასკნელი ავიარეისი 6 აპრილს 02:00 საათზე შესრულდება. იმავე დღის 14:00 საათიდან რეისები „სტამბოლის აეროპორტიდან“ განახლდება.


მისი თქმით, „სტამბოლის აეროპორტიდან“ ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.


„სტამბოლის აეროპორტი“ 18 მარტს გაიხსნა და ამ დროისთვის 2901 ავიარეისის შესრულება გახდა შესაძლებელი. აეროპორტმა უკვე 372 118 მგზავრს მოემსახურა.


მინისტრის თქმით, 7 აპრილიდან ყველა ავიაკომპანია ფრენებს „სტამბოლის აეროპორტიდან“ განახორციელებს.


სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნის ცერემონია 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგა, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც ესწრებოდა.


აეროპორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 6 მლრდ. ევრო დაიხარჯა. აეროპორტის საერთო ტერიტორია 76,5 მლნ კვ/მ შეადგენს.


მშენებლობის დანარჩენი ეტაპები 2023 წლისთვის დასრულდება, რაც მგზავრთა ნაკადზე იქნება დამოკიდებული.


ახალ საჰაერო ჰაბს 6 ასაფრენი ბილიკი აქვს, 500 თვითმფრინავზე გათვლილი სადგომი, 70 ათას ავტომობილზე გათვლილი ღია და დახურული ტიპის სადგომი.


მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბოლის აეროპორტი მსოფლიოში უმსხვილესი ჰაბი გახდება, რომელიც წელიწადში 200 მლნ მგზავრს მოემსახურება.


აეროპორტი გათვლილია 250 ავიაკომპანიის რეისების მიღებაზე.


მსგავს თემაზე:

სტამბოლის მესამე აეროპორტიდან პირველი ფრენა 21 ივნისს შესრულდება


სტამბოლის ახალი აეროპორტიდან პირველი რეისი ბაქოში შესრულდება



სხვა სიახლეები