• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრი ბულგარეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

4 აპრილი 11:41 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია 4-5 აპრილს ბულგარეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ქობულია აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მუშაობაში.


ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან ემილ კარანიკოლოვთან, აგრეთვე ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინიტრთან როსენ ჟელიაზკოვთან.


5 აპრილს გაიმართება  საქართველო - ბულგარეთის  სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ მიმართულებებს და სამომავლო პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან. ასევე დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს  ბულგარეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან აქვს დიდი ინტერესი, მოახდინონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.


მსგავს თემაზე:

გიორგი ქობულიამ ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტები დაასახელა



სხვა სიახლეები