• Ƀ/$

თბილისში დაავადებული ხეები შეიწამლა

4 აპრილი 13:07 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო. პირველ ეტაპზე ჭადრის ხეების შეწამვლა მტკვირს ორივე სანაპიროზე განხორციელდა.

ხეებს დაავადება ანთრაქნოზი გამოუვლინდა. პირველ ეტაპზე სულ 2140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა.


წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3 პროცენტიანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში. 


ჯამში სულ შეიწამლება 6745 ჭადარი  რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რობაქიძის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, ბუშის ხიდიდან - აეროპორტამდე, მოსკოვის გამზირზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, შარტავას ქუჩაზე, ა. კალანდაძის ქუჩაზე, გ. ჭყონდიდელის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, აგლაძის ქუჩაზე, კანდელაკის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, ც. დადიანის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ქეთევან წამებულის გამზირზე.


სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს დაეფუძნა.


მსგავს თემაზე:

თბილისში 20 000-მდე დაავადებული ხე ახლით ჩანაცვლდება



სხვა სიახლეები