• Ƀ/$

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნება

4 აპრილი 14:51 | ეკონომიკა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.


„აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები ჩვენ დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


სხვა სიახლეები