• Ƀ/$

EBRD საქართველოში ინვესტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს

4 აპრილი 15:43 | ეკონომიკა

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების  შესახებ ისაუბრეს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა  სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. EBRD-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება  და მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთონ საგზაო, წყლის, ნარჩენების მართვის სექტორში და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშემწყობ რეგიონულ პროექტებში. 


ყურადღება დაეთმო EBRD-ის  სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით.


აღინიშნა რომ  EBRD მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.


დღეის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკაში EBRD-ის ინვესტიციების ჯამური მოცულობა 3.2 მლრდ ევროს შეადგენს.


 


მსგავს თემაზე:

ნარჩენების მართვაში თბილისს EBRD დაეხმარება


EBRD-მა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მლნ ევრო გამოყო



სხვა სიახლეები