• Ƀ/$

„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას გეგმავს

4 აპრილი 18:26 | ფინანსები

თიბისი ბანკი 2019 წლის ბოლოსთვის უზბეკეთში ბანკი დაარსებაბს გეგმავს. ინფორმაციას თიბისის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ჩვენ უზბეკეთში უკვე შევიტანეთ მოთხოვნა საბანკო ლიცენზიის მისაღებად და ველოდებით, რომ მას 2019 წლის მიწურულისთვის მივიღებთ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა, დავაარსოთ ბანკი. ჩვენი გეგმები ამ ბანკში ითვალისწინებს მინიმუმ 51 პროცენტიან წილს და საწყის ეტაპზე, 20-30 მილიონ დოლარის ინვესტირებას. ამ პროექტით უკვე დაინტერესდნენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ და „საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია“. ახლა ადგილობრივი პარტნიორების ძიების პროცესში ვართ.“- ნათქვამია ანგარიშში.


თიბისი დღეისთვის საქართველოში ყველაზე დიდი ბანკია. მისი კაპიტალიზაცია $1.15 მლრდ-ს აღწევს. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით თიბისის პოზიციები საბანკო ბაზარზე შემდეგნაირად გამოიყურება: თიბისის აქტივები – 14.06 მლრდ ლარი, მთელი საბკნკო სისტემის აქტივები – 38.4 მლრდ ლარი იყო. ამ მოცულობაში თიბისის წილი 36.46%–ს შეადგენს. იგივე მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 9.59 მლრდ ლარს შეადგენდა, მთლიანი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი 26.1 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან თიბისის წილი 36.74%–ს უდრიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი პოზიცია აქვს ბანკს დეპოზიტების მიმართულებით – 8.82 მლრდ ლარი, რაც მთლიანი საბანკო დეპოზიტების (22 მლრდ ლარი) 40%–ს შეადგენდა.


ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად 2008 წლის $17 მლნ-იან ტრანზაქციასთან დაკავსირებით ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძებ პოსტები დატოვეს, თუმცა ისინი კვლავ ინარჩუნებენ ჯამურ 20%-იან წილს.


მსგავს თემაზე:

ხაზარაძის განცხადებით 2007 წელს „თიბისი ბანკის“ ზრდა ხელოვნურად შეაჩერეს


TBC ბანკის კაპიტალიზაცია 1 თვეში $250 მლნ-ით გაიზარდა


ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC ბანკი ოფიციალურად დატოვეს



სხვა სიახლეები