• Ƀ/$

უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან სატრანზიტო დავა წააგო

5 აპრილი 14:25 | ეკონომიკა

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთთან  სატრანზიტო გადაზიდვების დავა წააგო.

კიევი მოსკოვთან უკრაინული საქონლისთვის ცენტრალური აზიისკენ უმოკლესი სახმელეთო გზის ჩაკეტვის გამო დაობდა. მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გაიზიარა  რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომ 2014-2015 წლებში უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება მის ეროვნულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, ისინი არ აღიარებდნენ ტრანზიტის შეზღუდვას, როგორც დარღვევას.


მსო-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციას უფლება აქვს განიხილოს სავაჭრო დავები, როდესაც ტრანზიტის შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით განხორციელდა.


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.


სხვა სიახლეები