• Ƀ/$

ათათურქის აეროპორტი სამუდამოდ იხურება

5 აპრილი 16:37 | ეკონომიკა

სტამბოლში ათათურქის აერპორტიდან ქალაქის ახალ აეროპორტში რეისების გადატანის ფინალური სტადია დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.


როგორც მოსალოდნელია, ეს პროცესი 6 აპრილს საღამოს უნდა დასრულდეს. სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტი სრულფასოვან ფუნქციონირებას 7 აპრილიდან დაიწყებს.


ათათურქის აეროპრტი უკანასკნელ კომერციულ რეისს პარასკევი–შაბათის ღამით მიიღებს.


სტამბოლის ახალი აეროპორტი 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და მას შემდეგ დაახლოებით 3 ათას რეისს მოემსახურა. აეროპრტში 6 ასაფრენ–დასაფრენი ბილიკია, ასევე მოიცავს 500 თვითმფრინავის სადგომს. აეროპრტთან მდებარე ავტოსადგომი კი 70 ათას ავტომობილს იტევს.


აეროპრტი 250 ავიაკომპანიის 350 მიმართულების რეისების მიღებაზეა ორიენტირებული. პროექტის მიხედვით ეს აეროპორტი წელიწადში 200 მლნ მგზავრს მოემსახურება.


მსგავს თემაზე:

სტამბოლის ორი აეროპორტი 6 აპრილს მუშაობას აჩერებს



სხვა სიახლეები