• Ƀ/$

ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

5 აპრილი 16:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. 

სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.


სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და  საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.


პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.


მსგავს თემაზე:

სამეგრელოში კოლხური მეღვინეობა-მევენახეობის რუკა შეიქმნა


ქართული ღვინის პოტენციალი იაპონიაში შეაფასეს



სხვა სიახლეები