• Ƀ/$

Tesla-ს გაყიდვები მცირდება, მასკი იმედს არ კარგავს

8 აპრილი 10:00 | ტექნოლოგიები

Tesla-მ 2019 წლის პირველ კვარტალში სულ 63 000 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით თითქმის 1.5-ჯერ ნაკლებია, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ ტესლას აქციები მომენტალურად 11%-ით შემაცირა. 

იმ ფონზე როდესაც Tesla Moedel 3-ის ღირებულება ბოლოს და ბოლოს დაპირებულ $35 000-მდე გაიაფდა, იმ ფონზე როდესაც მისი გაყიდვები ევროპაშიც დაიწყო, ასეთ ვარდნას წინასწარ არავინ ელოდა. აღნიშნული მოდელი ბოლო 3 თვეში სულ 50 900 გაიყიდა, რაც 2018 წლის მესამე კვარტალსაც ჩამორჩება და მეოთხესაც, თუმცა პირველ კვარტალს მაინც 2.8-ჯერ აღემატება, რასაც ვერ ვიტყვით Model S-სა და Model X-ზე. ეს 2 მოდელი 2019 წლის პირველ კვარტალში სულ 12 100 გაიყიდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი 18 800.


გაყიდვები საერთოდ კატასტროფული იქნებოდა რომ არა მარტის გამოცოცხლება და ევროპული ბაზრის გააქტიურება. ნორვეგიაში 2019 წელს გაყიდული ავტომობილების 58% ელექტრომობილია, რაშიც Tesla Moedel 3-ს დომინანტი პოზიცია უკავია. მარტში ნორვეგიაში სულ 5315 Moedel 3 გაიყიდა.


საგრძნობი ვარდნის მიუხედავად ტესლას შეფი ილონ მასკი მაინც იმედიანად არის განწყობილი. მისი იმედები ისევ და ისევ Model 3-ს უკავშირდება. საუკეთესო შემთხვევაში მიმდინარე წელს 500 000 ერთეულის რეალიზაცია უნდა მოხდეს, რაც შესაძლებელია, მაგრამ სირთულეებთანაა დაკავშირებული.


მსგავს თემაზე:

ნიკოლა ტესლა - მითები და სინამდვილე მეცნიერის შესახებ


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


Tesla model Y-ის ფასი $39 000-დან დაიწყება



სხვა სიახლეები