ფინურმა მწარმოებელმა ახალი ტელეფონი ტაივანში წარადგინა. მას 6GB ოპერატული მეხსიერება, 128GB შიდა მეხსიერება და 6.4 ინციანი FULL HD+ გაფართოების მქონე ეკრანი ექნება. Samsung Galaaxy S10-ის მსგავსად წინა კამერა მთიანად ეკრანშია ჩაშენებული. რაც შეეხება ფასს, მონაცემებთან შედარებით საკმაოდ დაბალი $385 იქნება.
Nokia-ს 2008 წლამდე ბაზრის 40% ეკავა და უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებდა, თუმცა სენსორულეკრანიან ტელეფონებში განცდილი კრახის გამო მისი წილი მოკლე პერიოდში 3%-მდე შემცირდა. მწარმოებელი მცირე ხნით Microsoft-მაც შეისყიდა, თუმცა გარიგება წარმატებული არ აღმოჩნდა. დღეს Nokia-ს ბაზრის წილის მიხედვით, არათუ Samsung და Apple oppo და vivo-ც უსწრებს. დღეს მისი კაპიტალიზაცია $35 მლრდ-ს შეადგენს, რაც 12 წლის წინანდელზე 5-ჯერ ნაკლებია.
მსგავს თემაზე:
NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება
დასაკეცეკრანიანი SAMSUNG Galaxy Fold-ის საწყისი ფასი $1980 იქნება