• Ƀ/$

შრომითმა მიგრანტებმა რეკორდული მოცულობის ფული გადარიცხეს

9 აპრილი 10:39 | ფინანსები

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში მიგრანტებმა 2018 წელს ოფიციალურად $529 მლრდ გადარიცხეს. ეს 9,6%–ით აღემეტება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($483 მლრდ).

აღნინული მონაცემები მსოფლიო ბანკმა 8 აპრილს გამოაქვეყნა.


ასეთი რეკორდული ზრდის საფუძვლად ბანკი აშშ–ში დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ასევე რუსეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის წევრ სახელმწიფოებში წარმოების აღდგენას ასახელებს.


მოსარგებლეები


მიგრანტები უფრო მეტ ფულს რიცხავენ პოლონეთიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან და აშშ–დან. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ რუსეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენით ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა ისარგებლეს. რეგიონში მიგრანტების ფულის მთავარ მიმღებად ბანკი უკრაინას ასახელებს: 2018 წელს ქვეყანაში $14 მლრდ გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19%–ით აღემატება.


მთელ მსოფლიოში, მათ შორის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, 2018 წელს ჯამში $689 მლრდ გადაირიცხა, ხოლო 2017 წელს – $633 მლრდ. შრომითი მიგრანტების ფულის მთავარი მიმღებები არიან ინდოეთი, ჩინეთი, მექსიკა, ფილიპინები და ეგვიპტე.


ფულადი გზავნილები საქართველოში


შრომითმა მიგრანტებმა საქართველოდან სამშობლოში 2018 წლის განმავლობაში $1,57 მლრდ გადარიცხეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.


ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების სტატისტიკა, აშშ დოლარებში დაანგარიშების მიხედვით ფულადი გზავნილების მიხედვით ასე გამოიყურება:


1.იტალია –  $191 მილიონი;  2. საბერძნეთი – $170 მილიონი;  3. ესპანეთი – $41.6 მილიონი;  6. გერმანია – $41 მილიონი;  7. საფრანგეთი – $19 მილიონი;  8. პოლონეთი – $18 მილიონი; 9. გაერთიანებული სამეფო – $16 მილიონი; 10. კვიპროსი – $11.5 მილიონი;


საქართველოს მეზობელი და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებით ლიდერი ქვეყნები ასე გამოიყურებიან:  რუსეთის ფედერაცია –  $ 457 მილიონი; თურქეთი – $105 მილიონი; უკრაინა – $28 მილიონი; აზერბაიჯანი – $20 მილიონი; სომხეთი – $9.1 მილიონი.


რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება: 1.  აშშ –  $159 მილიონი; ისრაელი – $151 მილიონი; ყაზახეთი – $16.8 მილიონი; კანადა- $13 მილიონი; ყირგიზეთი – $11.2 მილიონი; არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.8 მილიონი; ერაყი – $9.7 მილიონი.


მსგავს თემაზე:

ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა


ფულადი გზავნილების მოცულობა 9,1%–ით გაიზარდა


ფულადი გზავნილების მოცულობა 5.1%-ით გაიზარდა


ფულადი გზავნილების მოცულობა 10,2%–ით გაიზარდა



სხვა სიახლეები