• Ƀ/$

ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა

9 აპრილი 11:47 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილები როგორც წესი განვითარებულ ქვეყნებშია პოპულარული. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც მაგალითად ირლანდია, სადაც ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა. 

ფასების ვარდნის მიუხედავად ელექტრომობილი იმავე კლასის შიდაწვისძრავიან მოდელზე ჯერ კიდევ ძვირია. პრობლემად რჩება დამუხტვის დრო და დასამუხტი სადგურების რაოდენობა, რის გამოც ინდუსტრიაზე წამახალისებელი ან ამკრძალავი რეგულაციები დიდ გავლენას ახდენს.


ირლანდია ევროკავშირის ქვეყნებიდან ეკონომიკური თავისუფლებით ლიდერ პოზიციას იკავებს, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ის გაერთიანებაში მცირე ზომის ლუქსემბურგის შემდეგ ყველაზე მდიდარია და ბოლო წლებში ევროკავსირის არაწევრ ნორვეგიასა და შვეიცარიასაც გაასწრო.


2019 წლამდე ირლანდიაში ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 0.4%-ს არ აღემატებოდა, რაც არათუ განვითარებული ქვეყნის, მსოფლიო საშუალოზეც ნაკლებია, მაგრამ იანვარ-თებერვალში გაყიდვები მკვეთრად 541%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი აშშ-ის მაჩვენებელს 100-ჯერ აღემატება.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს



სხვა სიახლეები