• Ƀ/$

მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია

9 აპრილი 15:43 | ანალიტიკა

იწვევს თუ არა ტექნოლოგიები უმუშევრობის ზრდას? ერთი შეხედვით კი, მაგრამ რეალურად არა, რაც კვლევებით და სტატისტიკური ანალიზით იოლად მტკიცდება.

თანამედროვე მოაზროვნე ადამიანი homo sapiens sapiens დაახლოებით 150 000 წლის წინ გაჩნდა, მასთან შედარებით ცივილიზაცია ძალიან ახალგაზრდაა სულ რაღაც 6000 წლის, ინდუსტრიალიზაცია კი მხოლოდ 200 წელს ითვლის. სწორედ ამ ბოლო 200 წელიწადში შემცირდა გლობალური სიღარიბე 95%-დან 9%-მდე, მოსახლეობის რაოდენობა 7.7-ჯერ 1-დან 7.7 მლრდ-მდე გაიზარდა, გაორმაგდა სიცოცხლის სშაუალო ხანგძლივობა, გადავარდა ბატონყმობა და ზოგან მონათმფლობელობაც... ასეთი თვალსაჩინო პროგრესის მიუხედავად ტექნოლოგიებს და ზოგადად პროცესებს ყოველთვის ჰყავდა მოწინააღმდეგეები.


XIX საუკუნეში მუშები რომლებიც მიიჩნევდნენ რომ დაზგები მათ სამუშაო ადგილს ართმევდა აპარატურას ჩაქუჩით ანადგურებდნენ. დღეს უკვე ნათელია რომ ცხოვრების დონე თუნდაც ღარიბი ადამიანისთვის ბევრად უკეთესია ვიდრე 150 წლის წინ.


XIX საუკუნეში თანამედროვეობასთან შესაბამისი სტატისტიკა არ იწარმოებოდა, ის დღესაც ბევრ ქვეყანაში არასანდოა, თუმცა მაგალითისთვის 1 ქვეყნის აშშ-ის განხილვაც საკმარისია.



უმუშევრობის დონე შტატებში დღეს 3.8%-ს შეადგენს, რაც იმდენივეა რაც 1969 წელს, მაშინ როცა არმსტრონგმა მთვარეზე პირველად დადგა ფეხი. ამ 50 წელიწადში უმუშევრობა უფრო დაბალი არასდროს ყოფილა, მაგრამ ორნიშნა მაჩვენებელს რამდენჯერმე მიაღწია. 50 წლის წინ არ არსებობდა არ პერსონალური კომპიუტერი, არც ინტერნეტი, არც მობილური ტელეფონი, არც ქსეროქსი, არც პრინტერი, არც სწრაფი ჩარიცხვის აპარატები... ბანკომატები თავისი არსებობის პირველ დღეებს ითვლიდნენ. შესაბამისად საბანკო ანგარიშიდან ფულის გამოსატანად საჭირო იყო ბანკის მოლარე, წერილის გასაგზავნად ფოსტალიონი, რაოდენობრივი ინფორმაციის დასამუშავებლად ბევრად მეტი თანამშრომელი. ტექნოლოგიებმა ნამდვილად გააქრო მილიონობით სამუშაო ადგილი, მაგრამ ასევე შექმნა მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი. პროგრამისტები, ვებდიზაინერები, IT სპეციალისტები, 3D დეველოპერები... ასეთი პროფესიის ადამიანები რამდენიმე ათწლეულის წინ არ არსებობდნენ დღეს კი არსებობენ.


თუ 1 სახელმწიფო დასკვნის გამოსატანად მაინც არასაკმარისია მაშინ ბრიტანეთის მაგალითის მოყვანაც შესაძლებელია, სადაც უმუშევრობა 70-იანი წლების დონეს უთანაბრდება.



მსგავს თემაზე:

მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს


ხელოვნური ინტელექტი სატელევიზიო რეკლამასაც შეცვლის


უმუშევრობა #1 პრობლემად დასახელდა



სხვა სიახლეები