• Ƀ/$

Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

9 აპრილი 18:00 | კრიპტოეკონომიკა

კომპანია Facebook საკუთარი კრიპტოვალუტის შესაქმნელად ვენჩურული ფონდებიდან $1 მლრდ–ის მოზიდვას გეგმავს.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The New York Times–ის მიმომხილველი ნათანიელ პოპერი Twitter-ზე წერს.


არსებული ინფორმაციით, მოზიდული სახსრები ერთგვარი საგარანტიო ბაზა გახდება Facebook–ის ციფრული ვალუტისთვის, რომლის კურსის უცხოური ვალუტების კალათას მიებმება.


Facebook საკუთარი კრიპტოვალუტის ინტეგრირებას სამ აპლიკაციაში გეგმავს – WhatsApp, FB Messenger და Instagram, რომელთა ყოველთვიური აუდიტორია 2,7 მლრდ ადამიანს შეადგენს.


კომპანია თავისი კრიპტოვალუტის ჩამონათვალში შეყვანის საკითხებზე მოლაპარაკებებს კრიპტობირჟებთან უკვე აწარმოებს.


როგორც მოსალოდნელია, ახალი კრიპტოვალუტის შემუშავების პროცესი 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის დასრულდება.


სხვა სიახლეები