• Ƀ/$

სსფ: მსოფლიო ეკონომიკას „დელიკატური მომენტი“ უდგას

9 აპრილი 18:28 | ეკონომიკა

გლობალური ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მთავარი ეკონომისტი გიტა გოფინატი "დელიკატურ მომენტს" უწოდებს.

ინფორმაციას სსფ-ის შეფასების შესახებ BBC ავრცელებს.


გიტა გოფინათმა განაცხადა, რომ ის ამჟამად გლობალურ რეცესიას არ გულისხმობს, მაგრამ მომავალში ამის ბევრი რისკი არსებობს.


სსფ-მა მსოფლიო ეკონომიკური თვალსაზრისით თავისი რეგულარული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც წელს გლობალური ეკონომიკის 3.3% -იან, ხოლო 2020 წელს – 3.6%-იან ზრდას პროგნოზირებს. მისი შეფასებით, წელს იქნება უფრო ნელი ზრდა, ვიდრე 2018 წელს იყო.


სსფ-ის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპი ყველაზე მეტად გერმანიასა და იტალიაშია შესამჩნევი, რადგან ამ ქვეყნებში რეცესია უკვე ფიქსირდება.


მსგავს თემაზე:

ინფლაციური მოლოდინი საქართველოში რეგიონის ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელზეა



სხვა სიახლეები